გამომსახველობითი ხერხები საფრანგეთის ხელოვნებაში
(იმპრესიონიზმიდან კუბიზმამდე)
2.პროექტის მთავარი იდეა:
გამომსახველობითი ხერხების გაცნობა საფრანგეთის ოსტატთა ნამუშევრების მიხედვით.
3.პროექტის აქტუალობა:
ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეფექტურად ახერხებდნენ ნებისმიერი ეპოქისთვის დამახასიათებელი რეალობის გადმოცემას ცალკეული ხერხებით. ამიტომ ძალიან ბევრი ხელოვნების ნიმუში დღეს მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროდ ითვლება. ცალკეული ეპოქა ხელოვნების ცალკეული მიმდინარეობით ხასიათდება და ყველას გარკვეული ზეგავლენა აქვს მის მომდევნო მიმდინარეობაზე და სხვა ქვეყნების ხელოვნებასა და კულტურის განვითარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია იპრესიონისტების შემოქმედებაც, რომლის ფრანგულმა საწყისებმა ქართველ ხელოვანებზეც იქონია ზეგავლენა. იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი პირადი ემოციების მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სხვადასხვა გამომსახველობით ხერხებს იყენებდნენ, რამაც შემდგომში ფოვიზმში, სიურეალიზმში, აბსტრაქციონიზმსა და სხვა მიმდინარეობების ჩამოყალიბებაში ჰპოვა განვითარება. ამ ხერხებს ეფექტურად იყენებენ თანამედროვე ხელოვნებაშიც.
4.პროექტის მიზნები:
იმპრესიონიზმის, პოსტიმპრესიონიზმის, პუანტელიზმის და კუბიზმის ოსტატების შემოქმედების გაცნობა, მოსწავლეების მიერ მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მასალების მოძიება და შესწავლა, მათი ზეგავლენის აღქმა თანამედროვე ხელოვნებასთან მიმართებაში და პარალელების გავლება ქართველ იმპრესიონისტებთან. გამომახველობითი ხერხების გააზრება მათი შემოქმედების მიხედვით და შესაბამისი მეთოდებით მოსწავლეებში მსჯელობის, შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური სფეროს, წარმოსახვის უნარის, კრიტიკული აზროვნების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: VIIIკლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 15ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან XIX ს-ის მეორე ნახევრის და XXს-ის დასაწყისის საფრანგეთის ხელოვნებას, მოიძიებენ მასალას ამ ეპოქის მხატვართა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ააგებენ შესაბამის სლაიდ-შოუს და მოამზადებენ პრეზენტაციას, შეისწავლიან და განიხილავენ ამ პერიოდის მიმდინარეობების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს, დაახასიათებენ თითოეულ მათგანში გამოყენებულ გამომსახველობით ხერხებს, შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, გამოავლენენ პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შეძენილ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს, მოიძიებენ რეპროდუქციებს და გააკეთებენ ფოტოალბომებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი, პრინტერი, ფურცლები, კალმები, რეპროდუქციები, საღებავები და ფორმატი
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პირველი კვირა - მოსწავლეები პედაგოგის მიერ მომზადებული საჩვენებელი მასალის და ლექციების საშუალებით გაეცნობიან XIX ს-ის მეორე ნახევრის და XXს-ის დასაწყისის საფრანგეთის ხელოვნებას და შესაბამისი დავალების საფუძველზე მოიძიებენ მასალას ამ ეპოქის მხატვართა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მეორე კვირა - მოსწავლეები მოინახულებენ ელენე ახვლედიანის და ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმებს, გაეცნობიან მათ შემოქმედება,. მოაწყობენ დისკუსიებს, იმსჯელებენ მოძიებულ მასალაზე და თითოეული მიმდინარეობის მხატვრების შემოქმედებაში გამომსახველობით ხერხებზე, მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე და დააკავშირებენ ქართველ მხატვართა შემოქმედებასთან.
მესამე კვირას - მოიძიებენ რეპროდუქციებს და შექმნიან ფოტოალბომს.
მეოთხე კვირა - მოამზადებენ სლაიდ შოუებს და მოაწყობენ პრეზენტაციებს.
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
ისტორია
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია აფციაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maikoaptsiauri85@gmail.com
13.პროექტების ვებ-გვერდი/ბლოგი: maikoaptsiauri85.blogspot.com
0 comments:
Post a Comment